საქართველო მდებარეობს კავკასიაში,შავ და კასფიის ზღვებს  შორის .მისი მეზობელი ქვეყნებია რუსეთი,თურქეთი,სომხეთი და ასერბაიჯანი.მისი ფართობი 70ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევს. ქვეყნის ტერიტორიის ფორმირება 600 მილიონ წელს ითვლის.

 საქართველო უძველესი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანაა.ქვეყანას უნიკალური ქართული დამწერლობა გააჩნია,რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შემოიღეს; ქართული ენა დამოუკიდებელ ენობრივ ჯგუფსაც ქმნის.საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის,სადაც ქრისტიანობა რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოაცხადეს.

 საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი ისეთი ძეგლია , რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს.მათ შორისაა უზარმაზარი და დიდი სიღრმის მქონე მღვიმეები,დინოზავრის ნაკვალები და ენდემური სახეობებით გამორჩეული კანიონები, დიდი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე მდინარეები,ტყეები და სხვა.ბუნების სხვადასხვაგვარი ძეგლები მცირე ფართობზეა თავმოყრილი,რაც ზრდის ბუნების რეკრეაციულ დანიშნულებას.
მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზეა წარმოდგენილი. საქართველოს ფართობი 69 700 კვადრატული კილომეტრია .საქართველოს აქვს საკუთარი ეროვნული ვალუტა ლარი.
 
საქართველოს მხარეებია : აჭარა,გურია,იმერეთი,კახეთი,ქვემო-ქართლი,სამეგრელო,მცხეთა-მთიანეთი,რაჭა-ლეჩხუმი,შიდა ქართლი,სამცხე ჯავახეთი.


უკან