ჯიპ ტურები > საცხენოსნო ტური თუშეთში

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს.
 
განთავსება სოფელ შენაქოში, საოჯახო სასტუმრო «ძველი თუშეთი«.
 
გთავაზობთ:
დილის საუზმეს და ასევე სამჯერად კვებას;
გიდის მომსახურებას;
ცხენით ჯირითობას როგორც ინდივიდუალურად, ასევე ინსტრუქტორის თანხლებით ;
2-4კაციანი კარავის და საძილე ტომარების გაქირავებას.
 
2, 3, 4, 5, 6, 8 დღიანი შიდა საცხენოსნო, საფეხმავლო და ჯიპ ტურები.
 
ვიზიტორებისთვის სურვილის შემთხვევაში მოეწყობა თუშური ფოლკლორის საღამო, სადაც ისინი გაეცნობიან თუშურ ფოკლორს და მოისმენენ თუშურ სიმღერებს.
 
სასტუმროში ასევე არის კუთხე სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, გეტრები, გამაშები, თექის ნამუშევრები.
 
სასტუმროში არის მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ძველი თუშური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები.
 
სტუმრები აგრეთვე გაეცნობიან თუშურ სამზარეულოს და სურვილისამებრ მონაწილეობას მიიღებენ ტრადიციული კერძების მომზადებაში.


დაჯავშნა

უკან