მოკლე ტურები > კახეთი

ღვინის ბეღელად ცნობილი რეგიონის, კახეთის მონახულება. ტურისტები თავდაპირველად ეწვევიან ბოდბეს, სადაც საქართველოს გამაქრისტიანებლის წმინდა ნინოს საფლავია და, სადაც განკურნების ძალის მქონე წყარო მედინება, რომელიც ჯერ კიდევ წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად გადმოვიდა კლიდან.  გამგზავრება ციხექალაქ სიღნაღში, რომელიც გამოირჩევა თავისი ულამაზესი არქიტექტურით, მოჩუქურთმებული აივნიანი სახლებით, მოკირწყლული ქუჩებით და რაც მთავარია, სღნაღი გადაყურებს საოცარი სილამაზის ალაზნის ველს. ტური გრძელდება ალექსანდრე ჭავჭავაძიs სახლმუზეუმ წინანდალში, სადაც შესაძლებელია, არა მარტო მუზეუმის მონახულება, არამედ ღვინის დეგუსცაციაც. აქ განთავსებულია უძველესი ინოთეკა, სადაც ინახება უნიკალური ჯიშის და საოცარი არომატის მქონე ღვინოები. ღამე თბილისში 


დაჯავშნა

უკან