ზაფხულის ტურები > თბილისი – მცხეთის ტური

თბილისი საქართველოს უძველესი დედაქალაქია, სადაც დაახლოებით 1 500 000 ადამიანი ცხოვრობს. იგი დაარსებულია მე-5 საუკუნეში საქართველოს მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ. თბილისი ქვეყნის ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია. 

ძველი თბილისი და გოგირდის აბანოები – გოგირდის აბანოებთან არის დაკავშირებული თბილისის დაარსების ისტორია. ლეგენდის მიხედვით ვახტანგ გორგასალმა ნადირობის დროს აღმოაჩინა გოგირდის თბილი წყლები და თბილისის სახელწოდებაც სიტყვიდან “თბილი” მომდინარეობს. 

ნარიყალას ციხე - იგი აშენებულია IV ს.-ში. თბილისის ისტორიას უამრავი ბრძოლა ახსოვს ციხის ასაღებად ირანელ, ჩრდილო კავკასიელ, ბიზანტიელ და არაბ დამპყრობლებთან გადატანილი. ციხის ტერიტორიაზე დგას მე-13 საუკუნეში აგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. 

მეტეხის ეკლესია - იგი აშენებულია V ს.-ში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს და აღსანიშნავია იმით, რომ ეკლესიის ეზოდან ჩანს ძველი თბილისის ულამაზესი ხედები. 

სამების ტაძარი - წმინდა სამების ტაძარი ყველაზე დიდი მართმადიდებლური საკათედრო ტაძარია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. მისი სიმაღლე არის 100 მ. სამების ტერიტორიაზე მდებარეობს 12 სხვადასხვა წმინდანის სახელზე აშენებული ეკლესია. 

თბილისის ეროვნული მუზეუმი - მუზეუმში ინახება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. უამრავი ისტორიული მნიშვნელობის ნივთებთან ერთად თქვენ აქ შეგიძლიათ ნახოთ დმანისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის თავის ქალები. 

მცხეთა. 

ეს პატარა, ულამაზესი ქალაქი საქართველოს სულიერების ცენტრად ითვლება. 

სვეტიცხოველი - პირველად პატარა ტაძარი აშენდა მე-4 საუკუნეში, რის შემდეგაც საუკუნეების განმავლობაში ტაძარი უფრო გრანდიოზული და შთამბეჭდავი გახდა. აღსანიშნავია, რომ სვეტიცხოველში ინახება იესო ქრისტეს კვართი, რომელიც თავის დროზე იერუსალიმიდან საქართველოში იქნა ჩამობრძანებული. ძეგლი დაცულია UNESCO-ს მიერ. 

ჯვრის მონასტერი – მონასტერი აშენებულია მე-6 საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება მშვენიერი ხედი. აქედან შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ თბილისიც და მცხეთაც. მონასტერი მოქმედია და იქ ბერები ცხოვრობენ. 

მომსახურებაში შედის: 

- ტრანსპორტი 
- გიდი 
- მუზეუმის ბილეთები 

ტურის ხანგრძლივობა 6 საათი.


დაჯავშნა

უკან