ღვინის ტურები > ღვინის ტური კახეთში

ღვინის ტური კახეთის რეგიონში საშუალებას გაძლევთ ეწვიოთ  კახეთში მდებარე ღვინის კომპანიებს, დააგემოვნოთ მათ მიერ შემოთავაზებული ღვინო, მოინახულოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათი მარნები, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში. ეწვიეთ კახეთის ვენახებსა და მარნებს და ისიამოვნეთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მაცხოვრებლების სტუმარმასპინძლობით.

ყოველ შემოდგომას კახეთში იმართება ღვინის ფესტივალები, რთველის დამთავრებისთანავე სტუმრებს უმასპინძლდებიან ღვინითა და ახლად მომზადებული კერძებით.

შესაძლებელია აგრეთვე დააგემოვნოთ ძველებური კახური ტექნოლოგიით ოჯახში დაწურული ღვინო.

ფესტივალბზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით იმართება ფოლკლორული კონცერტები, ეწყობა თეატრალური წარმოდგენები.

იმართება ადგილობრივი ხელნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვა. გლეხები ფესტივალის სტუმრებს სთავაზობენ თავიანთ დაწურულ ღვინოს, კომპანიები კი წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას.


დაჯავშნა

უკან