ზამთრის ტურები > ორდღიანი ტური კურორტ ბაკურიანში

ტურის ხანგრძლივობაა 1 ღამე და 2 დღე. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოში ცნობილ გამაჯანსაღებელ და სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანს. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტს, ისრიალონ თხილამურებზე, დატკბნენ ზამთრის ბუნების განუმეორებელი პეიზაჟებით, ღამე გაათენონ საოჯახო ტიპის კომფორტაბელურ სასტუმროში, მეორე დღეს კი კვლავ ისიამოვნონ თხილამურებზე სრიალით და საღამო ხანს დაბრუნდნენ დედაქალაქ თბილისში. ტურის საფასურში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.


დაჯავშნა

უკან