ზამთრის ტურები > ტური გუდაურში

ტურის ხანგრძლივობაა 11-12 საათი. იგი განეკუთვნება კატეგორიას “ზამთრის ტურები”. გეოგრაფიულად ტური მოიცავს საქართველოში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს. ტურის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ეწვიონ კურორტ გუდაურს, ისრიალონ თხილამურებით, დატკბნენ ალპური ბუნების ზამთრის განუმეორებელი პეიზაჟებით და იმავე დღეს დაბრუნდნენ დედაქალაქ თბილისში. ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება. ტური იდეალურია განტვირთვისა და აქტიურად დასვენებისათვის.

ტურის საფასურში გათვალისწინებულია ერთჯერადი კვება და არაალკოჰოლური სასმელები (ჩაი, ყავა და მინერალური წყალი). ვახშამს ტურისტები გამართავენ თბილისში დაბრუნებისას, ქალაქ მცხეთაში არსებულ ტრადიციულ ქართულ რესტორანში. (ვახშამზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ქართული კერძები)


დაჯავშნა

უკან